პარლამენტთან, შვილმკვდარი მამების აქციაზე გაშლილ კარავში ხანძარი იყო.
კარავში აქციის ორ მონაწილეს ეძინა, ხანძარი კი იქვე მდგომმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.
შვილმკვდარი მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხანძრის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ისინი პროკურატურასთან, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ელოდებიან.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია გამათბობელი და საწოლი.