სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და იმ მიზეზებს ასახლეებს, რამაც ეკლესიებში ახალგაზრდების ნაკლებობა გამოიწვია:
"ახალგაზრდა თაობამ ღმერთზე არა, იმ ხელოვნურ ბარიერებზე თქვა უარი, რომელიც ეკლესიაში დავნერგეთ ისევ ჩვენი კომპლექსების გამო...
როდის არის ადამიანი უხეშობამდე მკაცრი...
ასეთ ხელოვნურ სიმკაცრეს მაშინ ავლენს, როცა საკუთარი სისუსტეების გამოვლენის ეშინია, საკუთარი უცოდინრობის, კომპლექსების დამალვა სურს...
ეს იაფფასიანი მეთოდი მომავალი თაობისთვის თვალშისაცემია და როცა ღვთისმსახური საკუთარ თავთან ერთად, ქრისტესაც აკრძალვების სკივრში კეტავს, ახალგაზრდებს სურვილი ეკარგებათ იარონ ეკლესიაში...
მერე მათთვის უცხო არ ხდება ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, ეგზისტენციალიზმი... ამ ყველაფერში ჩვენ ვუწყობთ ხელს...
სინამდვილეში კი, მშობლები შვილებისგან მეტს ისწავლიან, ოღონდ საკუთარი ასაკობრივი ამპარტავნება ამაში ხელს უშლით...
მეტად ვუსმინოთ მომავალ თაობას, ისინი ბევრად კარგები, ნიჭიერები, ნაკითხები, თავისუფლად მორწმუნეები არიან, ვიდრე უფროსები, მაგრამ არა დიდები, რადგან მათი რწმენა ცრუ ნიშნებს და რელიგიური სასწაულების ძიებებს ვერ გაცდა...
უფროსებო, ნუ უწუნებთ ახალგაზრდებს რწმენას... ისინი თქვენზე მორწმუნეები, დიახ, ჯანსაღად მორწმუნეები არიან, მოკლე კაბებში და ფერად თმებში, კოჭებამდე შარვლებში და ტატუებში, ვიდრე თქვენ, ვითომ მეორედ მოსვლის მოლოდინში, მუდამ უკმაყოფილო და შეწუხებული სახით... დიახ, თქვენ, ვინც ქრისტე საკუთრებად აქციეთ და მისი მიძღვრების ოკუპირება მოახდინეთ..."- წერს პეტრე კოლხი.