საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე უპასუხისმგებლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ განცხადებიდან აშკარად ჩანს მუქარა და ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც მზად იყვნენ გიორგი მამალაძე ეზიარებინათ.
„რაც შეეხება იმას, "თუ ვინმე შევა და აზიარებსო" ეს არის ჩემი აზრით მუქარის შემცველი სიტყვები. დღეს დამიბარა საპატრიარქოში მეუფე ანდრიამ, მითხრა, რომ ეს კარავი ამეღო, წამეღო ქალაქ ბათუმში მეუფე დიმიტრისთან და იქ გამემართა საპროტესტო აქცია,“ - ამბობს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.