ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე განცხადებას ავრცელებს

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე განცხადებას ავრცელებს

დაგროვებითი პენსიის სისტემა ამბიციურ პროექტს წარმოადგენს საქართველოს რეალობისთვის. გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს 2-2%-იანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება სტიმული გახდება ქართული კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.

მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში დარწმუნებული ვართ რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს. სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად მისასალმებელია, დარწმუნებული ვართ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ასევე მოიცავს თვითდასაქმებულების და უმუშევრების საპენსიო სქემების დააახლოებას დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან.