ილიაუნის რექტორი, გიგა ზედანია, ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძის, კრიტიკას პასუხობს. რეორგანიზაციის შედეგად ბიზნესსკოლა აღარ არსებობს და შესაბამისად, გაუქმნდა ის თანამდებობა, რაც ქადაგიძეს ეჭირა.
ზედანია ამბობს, რომ ქადაგიძესთან მუშაობის დროს პრობლემები აღმოაჩინეს, რადგან მას აკადემიურ სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ.
"მასთან მუშაობაში აღმოვაჩინეთ პრობლემები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო განსხვავებულ საქმიანობის კულტურებთან. გიორგი ქადაგიძეს არ ჰქონდა აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება და შესაბამისად, მოხდა გარკვეული აცდენა იმ მოლოდინებისა, რომელიც მას ჰქონდა და შეიძლება, იმ მოლოდინებისა, რომლებიც ჩვენ გვქონდა", - აღნიშნა "არჩევანის" ეთერში ზედანიამ.