ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მამა დავითი - ჩემი ნებით გადავედი

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მამა დავითი - ჩემი ნებით გადავედი

„ჩემი ნებით გადავედი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა მამა დავით დურგლიშვილმა განუცხადა.

სასულიერო პირმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე განაცხადა, რომ მას კარგად ექცეოდნენ. „ჩემი ნებით გადავედი. კარგად მოგვექცნენ. ხომ გვეტყობა? ყველაფერი კარგად იყო. გამოსწორებული არიან სხვა პირებთან შედარებით. არაფერი საინტერესო. არაფერი მომხდარა“, – განაცხადა მამა დავითმა.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში რამდენიმე საათის წინ გადასცეს. მამა დავით დურგლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.