„როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არის პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური პრეროგატივა. 2018 წელი ამ კუთხით დატვირთული იყო. შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია. კომისიას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო დასკვნა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პარლამენტმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესი გრძელდება და ის დარჩება მკაცრი საპარლამენტო დაკვირვების ქვეშ.