„რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის მერის კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმარებს:
„კალაძე არის შოპოჰოლიკი და ევასება ჩაცმა. ეს თუ მასზე ცუდად მეტყველებს, ხამი გგონიათ ამის გამო, ჩაცმის სტილი არ მოგწონთ, ან მისი არჩევანი, წიგნების მაგივრად პიჯაკებს რომ ყიდულობს, გეგოიმებათ ან სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი გგონიათ - კი ბატონო: აკრიტიკეთ, დასცინეთ, ხმა არ მისცეთ. მაგრამ, საკუთარი შემოსავლით რას იყიდის კალაძე, ამის დათვლა და ამაზე ვიშვიში უკიდურესი მენარცხენისთვისაც კი არაადეკვატური და იდიოტური საქციელია. მისია და რასაც უნდა იზამს", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერმა და მისმა მეუღლემ ტანსაცმელსა და აქსესუარებში, 2018 წელს, 850 ათასი ლარი დახარჯეს.