ჭარბდავალიანობის პრობლემის დასაძლევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსახლეობის ფართო ფენებზე იმოქმედებს

ჭარბდავალიანობის პრობლემის დასაძლევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსახლეობის ფართო ფენებზე იმოქმედებს

„მწვავეა ჭარბვალიანობის პრობლემაც. მის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იმოქმედებს მოსახლეობის ფართო ფენებზე. მსესხებელს შესაძლებლობა ექნება აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა.