საგადასახადო კოდექსის ცვლილებისთანახმად მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთი შემსუბუქდება

საგადასახადო კოდექსის ცვლილებისთანახმად მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთი შემსუბუქდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროდ, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. „საქართველოს პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქმნის რა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვ. მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ