მადლობა რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევენ, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აკეთებს, რითაც თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას გამოეხმურა.
"მადლობა რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევენ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ უმრავლესობაში ადამიანებს არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ უფლებებიც გვაქვს. პარტიაში თავის დროზე თუ გავწევრიანდით ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ბიოგრაფიითა და ბრძოლით შევედით ამ პარტიაში,"- განაცხადა ფოფხაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
"ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ" - ეს განცხადება კახა კალაძემ დღეს გააკეთა.