პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წელს პარლამენტის კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია. ამ მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი 100-ზე მეტ კანონში, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში შეიქმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტები.
„კომიტეტებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ტექნიკური დატვირთვის მატარებელი და იგი მიზნად არ ისახავდა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას, არამედ ამ პროცესმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადაგვედგა ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყალში ატორტმანებული ნავივით უკვე ესენიც ოპტომ გადაცვივდებიან წყალში ..მაქს 4....5 კაცი გადარჩება მხოლოდ
პირველები ეს კომსომოლები ,,დაიხრჩვებიან,,