საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის პირველ სესიაზე კომენტარს დაგროვებით პენსიაზე აკეთებს. ,,რაც შეეხება, დაგროვებით პენსიას რა თქმა უნდა, ეს აისახება მოქალაქეებზე რადგან დამატებით ორი პროცენტის გადახდა მოუწევთ, საკუთარი ჯიბიდან, თუმცა საბოლოოდ ამ რეფორმის შედეგი არის უმნიშვნელოვანესი. დღეისათვის ჩვენ არ გვაქვს საპენსიო სისტემა. ის რაც არის რასაც ჰქვია პენსია, დღეს რეალურად არ არის პენსია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავსულიყავით რეალურ საპენსიო მოდელზე და ზუსტად ამას უზრუნველყოფს ის საპენსიო რეფორმა რომელიც განხორციელდა. ამის აუცილებელი ელემენტი არის რა თქმა უნდა ის შენატანი რომელიც უნდა განახორციელონ ჩვენმა მოქალაქეებმა. რა თქმა უნდა ამას ექნება ასე ვთქვათ ეფექტი მოქალაქეების ჯიბეზე, თუმცა საბოლოო ეფექტი რომელიც დადგება ამ რეფორმის განხორციელების შედეგად არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის ორ პროცენტიანი შენატანი, რომელიც უნდა განახორციელონ ჩვენმა მოქალაქეებმა და რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ჩვენგანის მხრიდან. ანუ ჩვენ გადავდივართ რეალურ საპენსიო მოდელზე და რეალურდ საპენსიო სისტემაზე. '' - განმარტა ირაკლი კობახიძემ.