გორში 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მისი 39 წლის მამა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ ცუდი არაფერი გაუგიათ და არც ამ შემთხვევის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.
“არასოდეს არაფერი გამიგია. კაი, წყნარი ოჯახი იყო. არავის არაფერს უშლიდნენ.
გარეთ რომ გამოდიოდნენ, ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახი იყო. არც გამიგია და არც მინახავს. ახლა ლაპარაკობენ რაღაცებს… მშრომელი ბიჭი იყო. ცუდი ადამიანი არ იყო. შიგ რა ხდებოდა, მე არ ვიცი”, – ამბობს ოჯახის მეზობელი.
“არც ჩემს ოჯახში მინდა ჩაერივნონ და არც მე ვერევი სხვის ოჯახში. მოძალადე რა, თავში ტვინი არ აქვს”, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.