ეკონომიკის სამინისტროს პლატფორმაზე „აწარმოე საქართველოს" ავტორობით პროგრამა მარტის ბოლოდან ამოქმედდება და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საწყისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს.
„მექანიზმი,რომელიც ამოქმედდება მარტის ბოლოდან ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკის. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით,როდესაც კომპანია არის ცოცხალი,წარმატებული, აქვს პოტენციალი რომ განვითარდეს ,მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა , რომ არსებული საბანკო რეგულაციებით ეს განხორციელდეს , რადგან ბანკი ითხოვს დღეს სოლიდურ უზრუნველყოფას და იქმნება უზრუნველყოფის პრობლემა. ამ მიმართულებით ჩვენ გადავხედეთ მსოფლიო პრაქტიკას, მაგალითისთვის მოვიყვან ირლანდიას,სადაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ სწორედ ამ ნაბიჯებით მოახერხა ირლანდიამ ეკონომიკური ზრდის ამჩვენებელი სოლიდურად გაეზარდა. ჩვენ შევქმენით მექანიზმი,რომლითაც სახელმწიფო 70 % მდე გარანტად უდგება ბიზნესს, მცირე და საშუალო მეწარმეს. იქნება რა თქმა უნდა პრიორიტეტული დარგები. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს პლატფორმაზე ამოქმედდება. „აწარმოე საქართველო" იქნება ამ მექანიზმის გარანტიის ავტორი. 20 მილიონი ლარია სასტარტო ღირებულება და თანხა რა თქმა უნდა გაიზრდება. რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან მაღალ შედეგზე გავალთ, რეალურად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს სავალალო სიტუაციაა,რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება 300 კომპანიით. პროგრამის ამუშავების შედეგ სიტუაცია შეიცვლება." - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა