”ქართულ ტელედებატებში იცით რა მიყვარს? ერთ-ერთი მოყაყანე უცებ რომ დასერიოზულდება, სახის არეულ კუნთებს მიალაგ მოალაგებს და იწყებს…”

”ქართულ ტელედებატებში იცით რა მიყვარს? ერთ-ერთი მოყაყანე უცებ რომ დასერიოზულდება, სახის არეულ კუნთებს მიალაგ მოალაგებს და იწყებს…”

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალური ქსელის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მკითხველს უზიარებს, რა მომენტი ”უყვარს” ქართული ტელედებატების ყურებისას.

”ქართულ ტელედებატებში ყველაზე მეტად იცით რა მომენტი მიყვარს? – აი, ყაყანის კულმინაციის დროს ერთ-ერთი მოყაყანე უცებ რომ დასერიოზულდება, სახის არეულ კუნთებს რომ მიალაგ მოალაგებს და მანერულად იწყებს: “მე, როგორც იურისტი …” და ამჯერად უკვე იურისტის რანგში რომ განაგრძობს იგივეს ბოდვას… სხვები რომ ცოტა ხანს უსმენენ, სანამ გაახსენდებათ რომ თვითონაც იურისტები არიან… აი, ყველა რომ იურისტია, წამყვანის ჩათვლით… და ცოტა ხანი, ასე ორი სამი წუთი გოგოლის ნოტარიუსებივით რომ იბღინძებიან, სანამ რომელიმე მათგანს ნერვები და კვალიფიკაცია არ უმტყუნებს და რაღაც არაიურისტულს არ წამოროშავს… ძალიან მიყვარს ასეთი სცენები. ძალიან ცხოვრებისეული და ნაღდია”, – წერს პაატა ქურდაძე.