საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაქალის მერს კახა კალაძეს განათლების დონეს უწუნებს და მის მიერ აშენებულ ბიბლიოთეკაში სიარულისკენ მოუწოდებს.
“ჩემი ბიბლიოთეკის ფონზე მაინც არ იდგეს. ქუდი რომ შეგიგდონ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შენს უკან, მაინც ძალით ვერ შეგიყვანს კაცი, თორემ უცებ გასწავლიდნენ გამართულ საუბარს და საერთოდ, ცოტა აზრზე მოგიყვანდნენ,” - წერს ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გუშინ თბილისის მერი კახა კალაძე ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და საზოგადოებას-FACEBOOK LIVE-ს საშუალებით მიმართა, რა დროსაც კალაძეს შეეშალა და ვახუშტის ხიდის ნაცვლად, ვახუშტი ხიდი თქვა.
თბილისის მერის საუბრის დროს დაშვებულმა შეცდომამ ყოფილი პრეზიდენტის ყურადღება მიიქცია.