პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - რატომ არ საუბრობს ეკა ბესელია ივანიშვილზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - რატომ არ საუბრობს ეკა ბესელია ივანიშვილზე

ეკა ბესელიას თქმით, ვიდრე არ გაეცემა პასუხი შეკითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი, საკითხი „დამოკლეს მახვილივით" იქნება დაკიდებული.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ერიდება ბიძინა ივანიშვილზე საუბარს, რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ იმ ურთიერთობებს უფრთხილდება, რომელიც მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ბოლო 7 წელიწადს უკავშირდება.

„ეს ღირებულია. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ყველაფერს ანადგურებს. მე წყენის და გაბრაზების დროსაც ადამიანს არასდროს ვუკარგავ სიკეთეს, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ობიექტურად ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველაფერზე პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ, რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა, მე მას ამაზე ვეუბნები - შიდა საკითხები, რაც გარეთ გამოვიდა ისე უნდა დალაგდეს, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.