სოფო კილაძის განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი!

სოფო კილაძის განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი!

ვიდრე არ გაეცემა პასუხი შეკითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი, საკითხი „დამოკლეს მახვილივით“ იქნება დაკიდებული, – ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი.

„დღეს პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოვისმინე, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი! როგორ ღიად იცავს მოსამართლეთა ამ ჯგუფს და როგორ გადმოაქვს კრიტიკა ჩემ მიმართ, თუ როგორ ვთქვი ასეთი რამ. ეს კომენტარი არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს“, – განცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ერიდება ის ბიძინა ივანიშვილზე საუბარს, ბესელიამ უპასუხა.

„მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ყველაფერს ანადგურებს. მე წყენის და გაბრაზების დროსაც ადამიანს არასდროს ვუკარგავ სიკეთეს, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ობიექტურად ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველაფერზე პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ, რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა, მე მას ამაზე ვეუბნები – შიდა საკითხები, რაც გარეთ გამოვიდა ისე უნდა დალაგდეს, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.