მორიგი დაკავება (VIDEO)

მორიგი დაკავება (VIDEO)

პატიმართა წამების გამო სასჯეალღსრულების დეპარტამენტის კიდევ ორი თანამშრომელი დააკავეს. ქუთაისის #2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის #2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებული. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის საპყრობილის ტერიტორიაზე. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.