ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებს ხელი შევუწყოთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებს ხელი შევუწყოთ

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულებს, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ წინადადებას, რომელიც მთავრობის სხდომაზე მის მიერ გაკეთდა და ეხებოდა „ცენტრ პოინტის“ დაზარებულთა დასახმარებლად მერიის ჩართულობას.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებთან. მოვისმინეთ მათი პრობლემები. შევდივართ დეტალურად იმ საკითხში, რომ მოგვარებული იქნეს ამ ადამიანების ბედი იმიტომ, რომ ათეულობით წლებია ელოდებიან საკუთარ ბინებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.