რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა არ დასრულებულა.
“ყველა, ვინც სპეციალურად დაკავებულია ამ პრობლემით, აღიარებს, რომ სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი ოფიცრები ძირითადად განსაზღვრავენ “ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციების წარმატებას, როდესაც “ისლამური სახელმწიფო“ შედეგებს აღწევს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, “ეს არ ნიშნავს, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა დასრულებულია“.
“როგორც იტყვიან, ხერხემალში გადავტეხეთ “ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები და მათ გაერთიანების საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა ლავროვმა.