"გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ“

„გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ“ - ასე ეხმაურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის ორწლიან დუმილს.

ასევე, მეუფე პეტრე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც საპატრიარქოსთან აქციების დაწყება დაანონსეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, დეკანოზის მიმართ ბრალდება უსამართლოა, თუმცა მისი აზრით, საზოგადოება აუცილებლად მოითხოვს ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

"როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.

როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდათო და ხალხის არა რცხვენოდათო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების, თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს“, - აცხაებს მეუფე პეტრე.

dima შენ და მიშა იდექით პატრიარქის მოწამვლის მცდელობის უკან ,ნაცხროვის ,, პატრიარქო! ხმას როგორ იღებ საერთოდ, შე სატანის მსახურო?!
6 წლის უკან