განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ თბილისის 61-ე სკოლის ინციდენტზე რეაგირება მოხდა სწრაფად.
მინისტრის ინფორმაციით, მოზარდებს შორის ინციდენტი აღმოფხვრილია.
"თბილისის 61-ე სკოლაში ინციდენტი, როგორც ვიცი, აღმოფხვირილია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მანდატურმა გააგრძელოს მუშაობა, ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას.
რაც მთავარია, რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ გამეორდება”,-განაცხადა ბატიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ინციდენტზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, მოსწავლეებს განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც მათ პასუხისმგებელ პირებთან ერთად გამოკითხავენ.