იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემს წარდგენას საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის განცხადებით, ისინი ვინც მის კანდიდატურის წარდგენას მხარი არ დაუჭირა, ეს მათი პირადი არჩევანია.
„ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ, რომელსაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“.
ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება არის პირადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს არის მათი არჩევანი. სხვა დანარჩენი კომენტარი, გუნდის წევრებთან დაკავშირებით, საჯაროდ არ მიმაჩნია რელევანტური“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს.