"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ "ქართული ოცნება", ისევე როგორც მთელი საზოგადოება სოლიდარული იყო ეკა ბესელიას მიმართ... ორდღიანი პოლიტიკური მასტერკლასი ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და დიდი ვნებათაღელვა ჩააცხრო, პოზიტიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა დისკუსია... ახლა დავფიქრდეთ ვის ინტერესებში არ იყო ეს ყველაფერი? ჰყავს თუ არა ბენეფიციარი ეკა ბესელიასა და გუნდს შორის სამკვდრო -სასიცოცხლო ბრძოლას? რა თქმა უნდა ჰყავს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ორგანიზებულად ამზადებდა ამ კადრებს. მე ვერავის ხელს ვერ დავადებ პირდაპირ, მაგრამ თუ ლოგიკას მივყვებით, ეს ასეა. ვის სურდა ამ სიტუაციაში ეკა ბესელიასთვის მორალური უპირატესობის შექმნა? არის ასეთი ძალა. მე მოვისმინე გვარამიას განცხადება, რომ მე ეკა ბესელია ვარო. ფაქტებს ვერავინ გაექცევა, ჩვენ არ გავქვს "ქართული ოცნების" პირობებში ჩაწერილი არც ერთი კადრი. ეს არის ომის რეციდივები. ჩვენ გვქონდა სამამულო ომი ნაცისტურ ოკუპანტებთან და დღეს ამ რეციდივებს ვუმკლავდებით. "-აცხადებს ნაცვლიშვილი.