ამის შესახებ გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
ლაშა ნაცვლიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა პერსონალური ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხში ძალიან ხისტია. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება პერსონალური მონაცემების ხელყოფის საკითხში ნულოვანი ტოლერანტობის სიმაღლეზე დგას.
როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს,"ქართულმა ოცნებამ" ორგზის გაამკაცრა კანონი და ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრა პირადი ინფორმაციის გავრცელების საქმეზე, "ნაცინალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, ამავე მუხლით გამოძიება არც ერთხელ არ დაწყებულა.
" სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის, 157 -ე მუხლი, რომელიც პირად ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს ეხება, ეს მუხლი "ნაციონალური მოძრაობის" დროს მკვდარი მუხლი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დროს არც ერთი სისხლის სამართლის სამართლის საქმე არ აღძრულა ამ მუხლით და ვერც აღიძრებოდა, რადგან თავად იღებდნენ, თავად იწერდნენ, იღებდნენ ერთმანეთსაც, მტერსაც, მოყვარესაც. მათ დროს პირადი ცხოვრების, ინტიმის ამსახველი არც ერთ კადრი არ გავრცელებულა, რადგან ამ კადრებს ჰქონდა დანიშნულება, ის გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის. ახლა, როდესაც მათ დაკარგეს ძალაუფლება, ამ კომპრომატება შეიცვალა დანიშნულება. თუკი რამეში "ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა უფრო მეტი სიხისტე სისხლის სამართლის პოოლიტიკაში, ვიდრე წინამორბედმა, ეს არის პერსონალური მონაცემების ხელყოფა. აქ "ქართული ოცნება" ნულოვანი ტოლერანტობის სიმაღლეზე აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში 41 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ მუხლით, ხელისუფლებამ ჯერ ამ დანაშაულისთვის სასჯელი ორგზის გაამკაცრა. ის გახდა ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან გასაკუთრებით მძიმე დანაშაული და სასჯელი გახდა 7- დან 10 წლამე თავისუფლების აღკვეთა. უკვე ასეთი კადრების შენახვაც კი დასჯადია",- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა