ლევან მურუსიძემ სასამართლოს თავი მოკვეთა - კარიკატურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

ლევან მურუსიძემ სასამართლოს თავი მოკვეთა - კარიკატურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაზე საპროტესტო პლაკატები გააკრეს. კარიკატურებზე სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძეა გამოსახული.

მას ხელში თავმოკვეთილი თემიდა უჭირავს, რომელსაც პულსს ბიძინა ივანიშვილი უსინჯავს.

დღეს დაგეგმილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. საბჭოს წევრებს განმარტებები არ მიუღიათ.