გუშინ ,,შაბათის კურიერში” მელაძემ მორიგი ტყუილი გაავრცელა, თითქოს ერაყში საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, არადა თავად სიუჟეტის მომზადებისას რუსთავი 2-ის ჟუნრალისტი დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს და მას ჰქონდა სრული ინფორმაცია თუ რა მასშტაბური სამუშოები ტარდება საკითხის მოგვარებისთვის.
იუსტიციის სამინისტროა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას პასუხობს.
2018 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვების დედამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, სამინისტრომ თეონა ტეფნაძეს ერაყში აუყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც ბაღდადში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე იცავენ მისი და ბავშვების ინტერესებს და სამართლებრივად იბრძვიან არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. ადვოკატების მომსახურების ხარჯებს სრულად ფარავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; უწყება არა მარტო იურიდიულ, არამედ მორალურ დახმარებას უწევს თეონა ტეფნაძეს, რათა მას დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად
სამართლებრივი დავის წარმოებისათვის იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების დოკუმენტაცია სრულიად უსასყიდლოდ დაამზადა (10-ზე მეტი დოკუმენტი), თარგმნა არაბულ ენაზე, ასევე უსასყიდლოდ მოახდინა მისი ლეგალიზაცია და ერაყში გაგზავნა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ერაყის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური საერთაშორისო კონვენციის – ბავშვთა გატაცების შესახებ ჰააგის კონვენციის – ფარგლებში და მოითხოვა არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნება;
იუსტიციის სამინისტრომ პროცესში ჩართო ერაყის საელჩო საქართველოში და საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ერაყის რესპუბლიკას;
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ბავშვების დაკავებას ერაყის რესპუბლიკაში მშობლების გარეშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდს ერაყში, რომელიც ასევე იცავს ეხმარება საქართველოს მხარის, თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების ინტერესებს ბაღდადში;
თეონა ტეფნაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მას ფსიქოლოგის დახმარება სრულიად უსასყიდლოდ;
იუსტიციის სამინისტროს მჭიდრო კავშირი აქვს ერაყელ ადვოკატებთან და იღებს ინფორმაციას. იურისტების თქმით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, რის შესახებაც ინფორმირებულია არასრულწლოვანთა დედა;
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, გარდა ამ დეტალური ინფორმაციისა, დამატებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს და განუმარტა მას, რომ ერაყის რესპუბლიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი სისტემისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება არასრულწლოვანთა სამშობლოში დაბრუნებას და ამის შესახებ ინფორმირებულია თეონა ტეფნაძეც.იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება არ შეწყვეტს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს პროცესის წარმატებით დასასრულებლად.
მიუხედავად ამისა, ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ კი სიუჟეტის ეთერში გასვლისას „შაბათის კურიერის“ წამყვანის მხრიდან ითქვა, რომ „სახელმწიფო არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს“, სამინისტროს წარმომადგენლის ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუს ნაცვლად კი „რუსთავი-2“-ის მაყურებელმა ნახა მოკლე კომენტარი, რომელიც ნაწილობრივადაც ვერ ასახავდა იმ ღონისძიებებს, რაც საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გატარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე არსებობს ერაყიდან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების წარმატებული პრეცედენტი – 2018 წლის 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა წარმატებით დაასრულა ჰუმანიტარული მისია და საქართველოს სამი არასრულწლოვანი მოქალაქე – 6, 5 და 2 წლის ბავშვები ოჯახს დაუბრუნა