რუსეთში ავტობუსი ამოტრიალდა - დაიღუპა 7 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია

რუსეთში ავტობუსი ამოტრიალდა - დაიღუპა 7 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია

რუსეთის ქალაქ კალუგასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ავტობუსში, რომელსაც მოცეკვავეთა ანსამბლი გადაჰყავდა, სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 33 ბავშვი. ავტობუსიდან ყველა ცხედარი და დაშავებული გამოყვანილია.

ავტობუსი სმოლენსკიდან კალუგაში მიემგზავრებოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მართვა დაკარგა. მას სამართალდამცველები კითხავენ.