საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბათუმში ქიმიური ნარჩენების პორტს აშენებს.
როგორც ექს-პრეზიდენტი განმარტავს, 2012 გაფორმებული მემორანდუმით საქართველოში უდიდესი საკრუიზო კომპანია უნდა შემოსულიყო, რომელიც ტურისტების მოზიდვას შეუწყობდა ხელს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული პროექტი დახურა.
“2012 წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის როიალ კარიბიანის ისეთივე ცენტრს,როგორიც არის მაიამიში.
ეს ნიშნავდა ბათუმში დამატებით ნახევარი მილიონი მდიდარი ამერიკელი და ევროპელი ტურისტის ყოველწლიურად შემოყვანას.
ივანიშვილმა პროექტი "არააქტუალურად" გამოაცხადა და სამაგიეროდ ახლა იმავე ადგილზე აშენებს ქიმიური ნარჩენების პორტს.
ახლა ოლიგარქი ულამაზესი ლაინერების ნაცვლად ეკა ბესელიას ყურებას გვთავაზობს. მართლა WTF! “, - წერს სააკაშვილი.