რატომ გახდა ივანიშვილის დაცვის წევრი სკანდალის მონაწილე(VIDEO)

რატომ გახდა ივანიშვილის დაცვის წევრი სკანდალის მონაწილე(VIDEO)

რატომ გახდა ივანიშვილის დაცვის წევრი სკანდალის მონაწილე - მისი მეუღლე აცახდებს, რომ ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება, თანაც შვილების ფაქტორის გამოყენებით. მაკა ლობჟანიძე ამბობს, რომ მეუღლეს გუშინ საღამოს ტელეფონით დაუკავშირდა. მან ბავშვები მოიკითხა და თქვა, რომ "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ ოჯახს სჭირდება, ის კი ისე იქცევა, რომ მისი შვილების წინაშე იყოს მართალი. ამასთან, ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლის შეფასებით, სურმავა სატელეფონო საუბარში არაადეკვატური იყო. ვფიქრობ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო - აცხადებს ლობჟანიძე. ის ასევე აცახდებს, რომ ბესო სურმავა ახლა საქართველოშია. შეგახსენებთ, სოციალური ქსელით გუშინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას მიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული. სურმავამ გაავრცელა ასევე აუდიოჩანაწერები, სადაც, მისივე ინფორმაციით, ასახულია ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები.