განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტებას აკეთებს, როგორ მიიღებენ სკოლის მოსწავლეები ატესტატს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა.
„2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
- მოსწავლეები, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.
- კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.
- ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
- სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.