სოხუმში ადგილობრივმა 25 წლის გოგონამ ბაზრის საპირფარეშოს კაბინაში იმშობიარა და ახალშობილის ცხედარი ცელოფანში გახვეული დატოვა. შემთხვევა პირველ თებერვალს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "AMBEBI.GE" ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ქალი საპირფარეშოში შევიდა და დიდ ხანს არ გამოვიდა.
"შემეშინდა და დავუკაკუნე, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, გამომძახა, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, რაღაცამ აწყინა და კუჭი აწუხებდა. ერთი საათის განმავლობაში, სამჯერ შევედი თუმცა, სამივეჯერ საეჭვო და დაბნეული პასუხი გამცა. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა, სახეს ხელებით იფარავდა, თუმცა იმდენად ცუდად იყო, არსად წასვლის თავი არ ჰქონდა. ჩვენ მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. მან ექიმების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიკოსებმა ის თან წაიყვანეს" - ამბობს ერთი თვითმხილველი და სოხუმის ბაზრის მოვაჭრე.
აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის გოგონა ტყვარჩელის რაიონის მკვიდრია. ქმარს გაცილებულია და ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს... ის მეხუთე თვეში იყო. ბაზარში ყოფნისას, იგრძნო, რომ ცუდად იყო და სისხლდენა დაეწყო. ამის შემდეგ შევიდა ბაზრის საპირფარეშოში, სადაც მკვდარი ბავშვი გააჩინა, ის პარკებში ჩააწვინა და წამოსვლა სცადა, თუმცა ძლერი სისხლდენის გამო ცუდათ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო...
ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესს-სამსახურის ცნობით, ჩვილს ექსპრტიზა უტარდება. თუ გირკვა, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა, დედის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე აღიძრება".