Youtube-ზე უკანონო ვიდეოჩანაწერი 24 წლის ზურა სოლომნიშვილმა ატვირთა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს და ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ პატიმრობის უზრუნველყოფით. დანარჩენი 6 დაკავებულის სასამართო რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე 16 პირი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.