“სკოლაც გავაუქმოთო, რომ ხუმრობთ, გგონიათ, სკოლა გვაქვს?…სკოლებში, საბჭოთა დროიდან დღემდე, თაობებს უკლავენ ანალიტიკური აზროვნების უნარს, უნგრევენ ფსიქიკას… “

“სკოლაც გავაუქმოთო, რომ ხუმრობთ, გგონიათ, სკოლა გვაქვს?…სკოლებში, საბჭოთა დროიდან დღემდე, თაობებს უკლავენ ანალიტიკური აზროვნების უნარს, უნგრევენ ფსიქიკას… “

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანიეტა კანდელაკი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

სკოლაც გავაუქმოთო, რომ ხუმრობთ, გგონიათ, სკოლა გვაქვს? თქვენ საბჭოთა და პოსტ.საბჭოთა სკოლებში გატარებულ წლებს განათლებას ეძახით? ძალიანაც შემცდარხართ! ჩვენს სკოლებში, საბჭოთა დროიდან დღემდე, თაობებს უკლავენ ანალიტიკური აზროვნების უნარს, უნგრევენ ფსიქიკას და პოპულარიზაციას უწევენ გაუგებარ დოგმებს, რომელთა შინაარსი ხშირად თავადაც არ ესმით, მაგრამ who cares? ბავშვებს ასწავლიან: “ეს უნდა იყოს ასე”, კითხვა: “რატომ უნდა იყოს ასე და არა ისე?” ამოღებულია სწავლებიდან.

დღეს, საქართველოში, სკოლები არ გვაქვს და მასწავლებლები არ გვყავს! ნუ გარდა იმ რამდენიმე ათეული გამონაკლისისა, ვინც თანამედროვეობას ფეხი აუწყო და განვითარების არ შეეშინდა.