" ახალგაზრდები რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

ჩემამდე არ დადის, როგორ უნდა აამაღლო სწავლების სტანდარტი გამოცდის გაუქმებით. ლიბერალის რედაქტორის გვერდზე ეს კითხვა დავუსვი ექსპერტებსაც, მაგრამ უშედეგოდ. ის, რომ სკოლა ცოდნას ვერ აძლევს და აძლევს რეპეტიტორი, ეს გამოცდების გაუქმებით კიარა, სწავლების დონის ამაღლებით უნდა გადაწყდეს, არა?

სუსტი ფსიქოლოგიის ტიპი არ ვარ, ალბათ მოგეხსენებათ, მაგრამ დავიღალე... საერთოეროვნული დაყლევება გვჭირს და აჰა, რანდა ქნა... როცა სსრკ იყო და ძალით გვიკეთებდნენ, კიდევ მეტი იმედი და ბრძოლის სურვილი იყო, თავს ვიტყუებდით, ასეთები არ ვართ, ძალით გვახვევენ თავსო. თურმე იმაზე უარესებიც ვართ,ვიდრე გვეგონა. მე ვერ წარმომიდგენია მეტნაკლებად წარმატებული, შემდგარი ქვეყნის უფროსკლასელების უდიდეს ნაწილს როგორ უნდა უხაროდეს ასე უსაქმურობა, გამოცდის, სწავლის არარსებობა, პლანის ქიშინის დაშვება, რა ადგილით, სად ფიქრობენ ესენი, ეს ჩვენი სადღეგრძელებელი მომავალი თაობა?! 18 წლის ინგლისელი, გერმანელი, რუსი ახალგაზრდაც კი იმაზე ფიქრობს, როგორ იბრძოლოს, გაიუმჯობესოს ცხოვრება, ისწავლოს, იმუშაოს...

ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის? მმართველი კლანიც კარგად იყენებს ამ ხალხის უსუსურობას, უუნარობას, სისუსტეს. მიზანია ბიძინაზე განათლებული აღარავინ იყოს ამ ქვეყანაში...

ამოვიდა, რა... სულ უფრო მეტად ვფიქრობ, ავიკრა გუდა-ნაბადი აქედან.