არ ვეთანხმებით აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად გადმოსახლებას

არ ვეთანხმებით აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად გადმოსახლებას

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც „გაერო-ს მიგრანტთა პაქტიდან” საქართველოს გამოსვლას ითხოვს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯონდი ბაღათურიას თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათი შეკრების მიზანია, რომ მოხდეს საზოგადოების ყველა ნაწილის მოთხოვნების გაშუქება, როგორც კონსერვატიულის, ისე – ლიბერალურის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიგრანტთა პაქტის არსებობა გაშუქდეს. გაშუქდეს საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობა, ვინც ამ პაქტს არ ვეთანხმებით. არ ვეთანხმებით აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად გადმოსახლებას”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობა კონსტრუქციულად დახვდა აქციის მონაწილეებს და ცოტა ხანში დაიწყება დიალოგი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობასთან.