ქართული ოცნების ოფისიდან სეიფი მოიპარეს - ვინ არიან დაკავებულები?

ქართული ოცნების ოფისიდან სეიფი მოიპარეს - ვინ არიან დაკავებულები?

ქართული ოცნების" ოფისიდან სეიფი მოიპარეს, სადაც 7000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. ამის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ქურდობაში ბრალებული ორი პირი სამართალდამცავებმა გასული წლის 11 დეკემბერს დააკავეს. ამოღებულია მოპარული თანხაც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განუცხადეს „პრაიმტაიმს" შსს-ში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა" და „ბ" ქვეპუნქრებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.