პირადი ცხოვრების მასალების საქმეზე დაკავებულის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

პირადი ცხოვრების მასალების საქმეზე დაკავებულის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

პირადი ცხოვრების მასალების გავრცელების საქმეზე დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის მეუღლე ნათია ხონელიძე აცხადებს, რომ მისი ქმარი აღნიშნულ საქმეში არის მსხვერპლი და ვიდეო მას უბრალოდ გაუგზავნეს.

“თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო იმ უსამართლობას, რაც 2დღეა ჩემს გარშემო ხდება.  კიბერდანაშაული უცხო და გაუგებარი არავისთვისაა, მაგრამ თუ არ ვარ იურისტი ან რაიმე შეხება მაინც არ მაქვს კანონმდებლობასთან, ვარ ინფორმაციულ ვაკუუმში, ისეთი აქტუალური თემების შესახებ, როგორიცაა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, შენახვა, გავრცელება.

მინდა მივმართო სხვადასხვა საიტებს რომლებიც რეიტინგის მოსაპოვებლად ყველანაირ ნიუსს ავრცელებენ, შეწყვიტეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ რომ ეს კადრები იქნა მასიურად გავრცელებული. უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, რაც გარდაუვალია, როცა პირად შეტყობინებაში გიგზავნიან რაღაცას.

გავმეორდები და მოგმართავთ შეწყვიტოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება!  ჩემი მეუღლე გიორგი გასვიანი არის გაუგებრობის მსხვერპლი, კანონმორჩილი მოქალაქე, არასდროს დაურღვევი კანონი, არასდროს ინტერესდება არავის პირადი ცხოვრებით!!”– ამბობს ნათია ხონელიძე.