ძმები მეზობელთან სვამდნენ და როცა სახლში მივიდნენ 2 გასროლა გაისმა

ძმები მეზობელთან სვამდნენ და როცა სახლში მივიდნენ 2 გასროლა გაისმა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში ძმამ ძმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი 33 წლის კაცი დააკავა.

გამოძების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობა ფერაძეების ოჯახში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. ძმამ ძმას გადაჭრილი თოფით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა.

ადგილობრივები "ქრონიკასთან" ყვებიან, რომ ძმები ფერაძეები მეზობელ ოჯახში სვამდნენ, თუმცა იქ კონფლიქტი არ მომხდარა. ხოლო მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდნენ, ორი გასროლის ხმა გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.