თოვლი, წვიმა და ძლიერი ქარი - დღეიდან ამინდი გაუარესდება

თოვლი, წვიმა და ძლიერი ქარი - დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.