საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
არაფერი დამიწერია ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ერთი მიზეზით:
რაც ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ ყველაფერს, მით უფრო ჩაფლავდება ამის მდაბიო გამავრცელებელთა გეგმა. ზოგიერთებმა საკუთარ საწოლს მიხედეთ, ბიძია, და საჩუკენო მასალას ნუ დაეძებთ მაწანწალა ძაღლივით!
ჩვენს დახურულ, სექსისტურ საზოგადოებაში, მესმის, რომ ქალისთვის განსაკუთრებით მძიმეა ამის ატანა. ერთ პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ: ძაღლს და ღორს ნუ უშვებთ სახლში, შემოუშვით მხოლოდ ის, ვისაც ენდობით. ინებეთ სახლის საქმის საკუთარი ხელით კეთება და გათავისუფლდით დამლაგებლების და მოსამსახურეების შრომით სარგებლობისგან, თქვენი თავადური წამომავლობის მზემან!