მორაგბე რატი ურუშაძემ  წლების წინ მიღებულ ღირსების ორდენზე უარი თქვა(VIDEO)

მორაგბე რატი ურუშაძემ წლების წინ მიღებულ ღირსების ორდენზე უარი თქვა(VIDEO)

ქართველმა მორაგბე რატი ურუშაძემ ქვეყნის ციხეებში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად, წლების წინ მიღებულ ღირსების ორდენზე უარი თქვა. სპორტსმენი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, რადგან სარაგბო კლუბ „ენისეის" წევრია და რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, ამიტომ ჯილდოს სახელმწიფოსათვის დაბრუნება მამას სთხოვა.ურუშაძის თქმით ის შოკირებულია მომხდარით და ვერასოდეს წარმოიდგნდა, რომ მის სამშობლოში მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ქვეყანაში სადაც ადამიანს ასე ეპყრობიან ღირსების ორდენი ფასს კარგავს და მის ქონას აზრი არ აქვს, ამიტომ მასზე უარის თქმა გადაწყვიტა.