კომში ხორცის ფარშით

კომში ხორცის ფარშით

მომზადების დრო: 40 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

კომში - 3 ცალი, მოზრდილი

ღორის ხორცის ფარში - 2 ს/კ

ქათმის ხორცის ფარში - 2 ს/კ

ცხვრის დუმა - 1 ს/კ, წვრილად დაკეპილი

ნიორი - 1 კბილი

ხახვი - 1 თავი

კვერცხის გული - 1 ცალი

მარილი და პილპილი

ძირა

მომზადების წესები

კომშები შუაზე გავჭრათ და ამოვაცალოთ გულები.

ქათმისა და ღორის ფარში ავურიოთ, დავუმატოთ ცხვრის დუმა, დანაყილი ნიორი, დაკეპილი ხახვი, სანელებლები და კვერცხის გული.

ხორცის ფარში ჩავდოთ კომშებში, ჩავაწყოთ ფორმაში და ძირზე დავასხათ წყალი. კომშები შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კომში დარბილდება და ხორცი დაიბრაწება.