სწრაფი ღვეზელი პურით, ლორითა და ყველით

სწრაფი ღვეზელი პურით, ლორითა და ყველით

მომზადების დრო: 75 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

კვერცხი - 6 ცალი

რძე - 2 ჭიქა

ბაგეტი პური - 2 ცალი

მაგარი ყველი, გახეხილი - 100 გ

ლორის ფირფიტები - 4 ცალი

დაჭრილი მწვანე ხახვი - 1 ჭიქა

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით ბაგეტი და ჩაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაში მჭიდროდ (მთელ ზედაპირზე).

დიდ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ლორი, მწვანე ახვი (1/4 შეინახეთ გასაფორმებლად), მარილი და პილპილი. აურიეთ და მიღებული მასა მოასხით ფორმაში ჩალაგებულ პურის ნაჭრებს. გააჩერეთ 30 წუთი, რათა პურს კარგად გაუჯდეს კვერცხის მასა.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ღვეზელი 40-45 წუთი. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი მწვანე ხახვი.