ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. – აღნიშნულ განცხადებას „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული დანადგარი შეუსაბამობის გამო 2018 წლის მარტში ჩახსნეს, თუმცა ბინაში მცხოვრებლებმა თვითნებურად დააერთეს.
“წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.