"ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. ამ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციას საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებთი რაიმე ინიციატივა აქვს" - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებთი ოპოზიციის მოთხოვნას.
როგორც "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელები აცხადებენ, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა პარლამენტში 1 თებერვალს დარეგისტრირდება. რის შემდეგაც ოპოზიცია რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"როცა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე იყო მსჯელობა, უმრავლესობამ შესთავაზა ოპოზიციას ჩართულიყო ამ პროცესში. იყო საშუალება გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლისთვის პროპორიცული არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. მაგრამ, ოპოზიციამ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილოებაზე უარი თქვა.
"ახლა სულ ორი წელია დარჩენილი და რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ყურადღებით მოვისმენთ, და რა თქმა უნდა, დისკუსიისთვისაც მზად ვართ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე სადისკუსიოდ მუდამ ღია ვართ"- განაცხადა " რეზონანსთან" აკაკი ზოიძემ.