საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია "2020news”-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, დილიმაშვილი საქმიანობას დღეს ან ხვალ ოფიციალურად შეუდგება.
ცნობისთვის, მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.