საკრებულოს წევრები და ვარძელაშვილის უწყების თანამშრომელი „ქართულ ოცნებას

საკრებულოს წევრები და ვარძელაშვილის უწყების თანამშრომელი „ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს (VIDEO)

თბილისის საკრებულოს წევრები და ვარძელაშვილის უწყების თანამშრომელი „ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს

თბილისის საკრებულოს წევრი, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიხიაშვილი, ასევე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი მიხეილ ქავთარაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ზოდიკო ფარქოსაძე „ქართულ ოცნებას" უერთდებიან. საჯარო მოხელეებმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. „ამ ადამიანებმა ღირსეული ნაბიჯი გადადგეს და ამით აჩვენეს, რომ ისინი სამშობლოს სამსახურში დგანან"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო მოხელეებს.